LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია „კრისტიან დიორის“ ულამაზეს კაბაში, ბრენდის 2024 წლის კოლექციიდან

220
ესპანეთის დედოფალი ლეტიცია „კრისტიან დიორის“ ულამაზეს კაბაში, ბრენდის 2024 წლის კოლექციიდან

ესპანეთის დედოფალმა ლეტიციამ საფრანგეთში, ესპანეთის საელჩოში ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. წვეულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა, სადაც მონარქი მეუღლესთან, მეფე ფილიპესთან ერთად იმყოფებოდა.

51 წლის დედოფალი ბრწყინავდა ულამაზეს კაბაში, რომელიც „კრისტიან დიორის“ მოდის სახლს ეკუთვნის და ბრენდის 2024 წლის კოლექციიდან არის წარმოდგენილი. ეს გახლავთ შავი ფერის ზედა კომბინირებული პასტელურ ქვედაბოლოსთან, რომელიც ოქროსფერი ორნამენტებით არის გაფორმებული. 

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს ყვავილებიან კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები