ესპანეთის სკოლებში ნიშნების ჩვეული – 10 ბალიანი სისტემა აღარ იმოქმედებს. ამიერიდან მასწავლებლები მოსწავლეებს შემდეგი ტერმინებით შეაფასებენ – „კარგი“, „საკმარისი“ ანდაც „არ არის საკმარისი“. ინფორმაციას ამის შესახებ The Local ავრცელებს.
გარდა ამისა, დაწყებით კლასებში საშინაო დავალებებსაც აღარ მისცემენ – ბავშვები ყველაფერს მხოლოდ საკლასო ოთახში გააკეთებენ.
მასწავლებლებმა დაზეპირებასთან დაკავშირებულ დავალებებზე საერთოდ უარი უნდა თქვან და მთელი ყურადღება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ უნდა მიმართონ. მათ შორის უნდა იმუშაონ ახალ საგნებზეც, ისეთზე როგორიცაა: „ციფრული სწავლება“ და „მეწარმეობა“.
ყველა საგანში აქცენტს თანამშრომლობაზე, გუნდურ მუშაობაზე, თანასწორობასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტის განვითარებაზე დასვამენ. ამისთვის შესაბამისი საგანიც იარსებებს – „სამოქალაქო და ეთიკური ღირებულებები“.