LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა

153
Capture

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა – ათობით. სცენასთან ერთად, დაზიანდა სხვა ინფრასტრუქტურაც.

მომხდარი ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

“დაახლოებით დილის 4 საათზე მოულოდნელმა და დამანგრეველმა ქარმა გაანადგურა ფესტივალის ზოგიერთი სცენა და ინფრასტრუქტურა. მენეჯმენტი იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება, დამსწრეებისთვის ​ტერიტორია დაეტოვებინებინა“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვალენსიაში “ძლიერი ქარი და ტემპერატურის უეცარი მატება” დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g