LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ელექტროსკუტერების მძღოლებს ალკოტესტერით შეამოწმებენ და ყურსასმენის გამოყენებისთვის დააჯარიმებენ

49
normativa-para-patinetes-electricos-en-madrid-848x530

ესპანეთმა საგზაო მოძრაობის წესები განაახლა და ცვლილებები ელექტრონული ტრანსპორტის მფლობელებს შეეხება.

ამიერიდან ასეთი ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ იქნება, მძღოლებს ტროტუარსა და ფეხითმოსიარულეთა ზონებში სიარული აეკრძალებათ. ელექტროსკუტერები ვეღარც დიდ ავტომაგისტრალებსა და საავტომობილო გვირაბებში ივლიან.

გარდა ამისა, მსუბუქი ელექტრონული ტრანსპორტის მძღოლებს ყურსასმენის ან მობილური ტელეფონის გამოყენებისთვისაც დააჯარიმებენ და რა თქმა უნდა, დაუშვებელი იქნება ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა.

მძღოლის მინიმალური ასაკი 15 წელი უნდა იყოს და ამ წესის დამრღვევს ჯარიმის – 30 ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე, მძღოლებმა თან უნდა იქონიონ ტექნიკური პასპორტი, რათა დაამტკიცონ რომ ტრანსპორტი სრულად გამართულია.

მსუბუქი ელექტრონული ტრანსპორტის წესებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ამკაცრებენ. მაგალითად, კოპენჰაგენში ელექტრონულ სკუტერზე შლემის გარეშე დაჯდომა არ შეიძლება, პარიზში კი ასეთი ტრანსპორტისთვის მაქსიმალური სიჩქარე ფეხითმოსიარულეთა ზონაში 8 კმ/სთ–მდე, ხოლო გზაზე კი – 20 კმ/სთ–მდე შეიზღუდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g