ესპანეთში ლუდის მუზეუმი გაიხსნება. უნიკალური მუზეუმი სევილიაში 2019 წლის მეორე ნახევრისთვის გაჩნდება და ის საკმაოდ დიდ სივრცეს დაიკავებს. გარდა ამისა, ქალაქში დაფუძნდება სარესტრონო საქმის შემსწავლელი სკოლა და მასტერკლასებისთვის განკუთვნილი ადგილიც გამოიყოფა. რაც შეეხება მუზეუმს, მის სტუმრებს ადგილობრივი წარმოების რამდენიმე სახეობის ლუდის დაგემოვნება შეეძლებათ და გარდა ამისა, ლუდზეც უფრო მეტ ინფორმაციასაც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის გარდა ლუდის მუზეუმი ასევე დუბლინსა და ამსტერდამშიც მდებარეობს.