„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პირობების ჩამონათვალს აქვეყნებს, რას გააკეთებს, თუ 30 ივნისს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს.
ესპანეთთან თუ მოვიგებთ:
- „ხალხის ძალას“ ერთი კვირა არ დავუძახებ პუტინის პარტიას;
- ერთი კვირა ვუყურებ „იმედის“ საინფორმაციოს;
- პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც არ დგას და რომლის დადგმასაც მეოთხე წელია ითხოვს ერთი ცნობილი მუსიკოს-დეპუტატი.
- და ბოლოს, პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან შევასრულებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის, რაფაელის სიმღერას :))“, – წერს რომან გოცირიძე.