ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია წარადგინა.
მეკარედ ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) შეირჩა.
დაცვის ხაზი ამ ოთხეულმა შეადგინა: კირან ტრიპიერი (ინგლისი), იერი მინა (კოლუმბია), ლუკა ერნანდესი, რაფაელ ვარანი (ორივე საფრანგეთი);
ნახევარმცველებიდან გამოარჩიეს: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), პოლ პოგბა (საფრანგეთი);
თავდასხმის ხაზი ასე დაკომპლექტდა: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ედენ აზარი, რომელუ ლუკაკუ (ორივე ბელგია).
მწვრთნელად ჩემპიონი დიდიე დეშამი დანიშნეს.