LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Estée Lauder-ი, რეორგანიზაციის გეგმის ფარგლებში, Puig-თან შერწყმას განიხილავს

117
Estée Lauder

Estée Lauder მოლაპარაკებებს აწარმოებს ესპანურ კოსმეტიკურ ჯგუფთან Puig შესაძლო შერწყმის თაობაზე. კომპანიებს პოტენციური გარიგების ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

​აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც თავდაპირველად Financial Times-მა გამოაქვეყნა, ამერიკული კოსმეტიკური გიგანტის აქციების ღირებულება თითქმის 8%-ით შემცირდა, ხოლო Puig-ის აქციები, დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა.

​Puig ისეთი გლობალური ბრენდების მფლობელია, როგორიცაა Charlotte Tilbury, Jean Paul Gaultier და Rabanne.

​აღსანიშნავია, რომ Estée Lauder-ი ამჟამად სირთულეებს განიცდის ტარიფებთან დაკავშირებული ბარიერებისა და მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესის ფონზე. კომპანია ახორციელებს ბიზნესის გაჯანსაღების გეგმას – „Beauty Reimagined“. გასულ თვეში გამოქვეყნებული მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სატარიფო პოლიტიკის გავლენით, კომპანია წლიური მოგების 100 მილიონი დოლარით შემცირებას პროგნოზირებს.

​საერთო ჯამში, მიმდინარე წელს Estée Lauder-ის აქციების ღირებულება, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g