LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის პრემიერი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს

113
კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, ქვეყანა ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ უკრაინას ამ ომში მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს. „პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს“, – განაცხადა კალასმა CNN-თან საუბრისას.

მანვე დასძინა, რომ „დამამწუხრებელია“ იმის ხილვა, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში.

კალასმა, რომელიც ბრიუსელში ნატოს მომავალ სამიტს დაესწრება, აღნიშნა, რომ ნატოს სტრატეგია უნდა იყოს ფოკუსირებული ომის დასრულებაზე „ჭკვიანი შეკავების“ გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა გადავიდეს „შეკავების მდგომარეობიდან“ „თავდაცვის მდგომარეობის“ უზრუნველყოფამდე.

„არსებობს გარკვეული შესაძლებლობები, რომლებიც ძალიან ძვირია ნებისმიერი ცალკეული სახელმწიფოსთვის, მაგრამ თუ ჩვენ მათ ერთად გავაკეთებთ აქ, ევროპაში, რათა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, – თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ერებმა უნდა მოახდინონ რუსეთის იზოლირება „ყველა შესაძლო პოლიტიკურ დონეზე“ და ამასთან, კალასმა განაცხადა, რომ ისინი ვერ ხედავენ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას და რომ ძალისხმევა ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს მიმართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g