LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია – რატიანი კახი კავსაძეზე

498
BeFunky-collage

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ცნობით, მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მისი თქმით, კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“,-განაცხადა რატიანმა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა: მსახიობი მართვით სუნთქვაზეა

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g