LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე საქართველოს მედიცინამ კოვიდინფექციაზე გაიმარჯვა – ლევან რატიანი

2130
Capture-5e898dacb7397-5e898f59b4d65

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“,- ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლევან რატიანის განცხადებითვე, ამ დრომდე პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 150 პაციენტი გაატარა.

„28 თებერვალს დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ კოვიდინფექციის ცენტრად უნდა გადავკეთდეთ, ძალიან რთულია, აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, პირველი გავმხდარიყავით ამ ბრძოლაში. გადავკეთდით კოვიდინფექციის ცენტრად – ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შრომა, ნერვიულობა. ამ ინფექციაზე ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g