საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.
