პოეტი ეთერ თათარაიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ქართველი კაცი მძინარე მტერსაც არ იმეტებდა მოსაკლავად, ჩვენ კი დღეს ერთმანეთს ისე ვიმეტებთ, ვითომ არაფერი… ორ ნაბიჯში რომ დგას ანგელოზივით გოგო და ბიჭი, იმას რომ დამიზნებით ესვრი თვალში, სახეში, თავში, რაზეა ლაპარაკი?! ხომ ვიცით, „მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“ – წარმოუდგენელია, იგივე არ მიეზღოს დანაშაულის ჩამდენს…
ამ ბავშვებმა ერთიანობის საოცარი მაგალითი აჩვენეს. მათ 9 აპრილი გამახსენეს. მაშინ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. 13 ივნისს, წყალდიდობა რომ იყო, მაშინაც ეს ბავშვები რ გამოვიდნენ?! აი, ეგრე, ხანდახან გავცოცხლდებით. დანარჩენიი? ჰაი-ჰარად მიგდებულია ჩვენი ქვეყანა… საქართველო დატოვა სიყვარულმა…“
ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ „კვირის პალიტრის“ 16-22 დეკემბრის ნომერში.