LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთიოპიის ავიახაზების კენიის რეისის 157 მგზავრიდან ვერავინ გადარჩა

685
_105965801_53241096_2204408466310518_5741434009808797696_o (1)

ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. 35 ქვეყნის 157 დაღუპული მოქალაქე – ასეთია ავიაკატასტროფის შედეგი.

BBC-ის ცნობით, დაღუპულებს შორის კენიის 32, კანადის 18, აშშ-სა და იტალიის 8,  ბრიტანეთისა და საფრანგეთის 7 მოქალაქეა. გარდაცვლილებს შორისაა რუსეთის, შვედეთისა და ისრაელის მოქალაქეებიც.

ავიაკატასტროფა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:44 საათზე მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ,თვითმფრინავს ძლიერი ცეცხლი ეკიდა ჩამოვარდნისას.

შეგახსენებთ, ბოინგ 737 კენიის დედაქალაქ ნაირობისკენ ასრულებდა რეგულარულ ფრენას. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები