LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EURO 2024-ზე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ინგლისს ჰყავს

116
EURO 2024

ქართული Forbes-ი, საფეხბურთო სიახლეების პორტალის Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით, EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების რეიტინგს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, ევროპის წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე 24 ეროვნული ნაკრების მოთამაშეების საერთო ღირებულება, 11.6 მილიარდ ევროს შეადგენს.

ტურნირზე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ინგლისს ჰყავს, რომლის ფასი 1.52 მილიარდი ევროა. ყველაზე დაბალი ღირებულების გუნდი კი რუმინეთია, რომლის ფასი 96.73 მილიონ ევროს უტოლდება.

24 ქვეყანას შორის ფეხბურთელების საერთო ღირებულებით საქართველოს ნაკრები 21-ე ადგილზეა. ჩვენი ქვეყნის გუნდის საბაზრო ღირებულება 160.15 მილიონ ევროდაა შეფასებული.

რაც შეეხება EURO 2024-ის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს, ამ სტატუსს ორი მოთამაშე ინაწილებს: საფრანგეთის ნაკრების წევრი კილიან მბაპე და ინგლისის ნაკრების წევრი ჯუდ ბელინგემი. Transfermarkt-ზე ორივე მათგანის საბაზრო ღირებულებად 180 მილიონი ევროა მითითებული.

EURO 2024-ის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები:

  • ინგლისი – €1.52 მილიარდი
  • საფრანგეთი – €1.22 მილიარდი
  • პორტუგალია – €1.06 მილიარდი
  • ესპანეთი – €1 მილიარდი
  • გერმანია – €878 მილიონი
  • ნიდერლანდები – €847 მილიონი
  • იტალია – €705.5 მილიონი
  • ბელგია – €615 მილიონი
  • დანია – €432.5 მილიონი
  • უკრაინა – €363.5 მილიონი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები