LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euro NCAP-ის სპეციალისტებმა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დაასახელეს

131

კომპანიამ Euro NCAP გასული წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები დაასახელა. ეს კომპანია ცნობილი სწორედ იმით გახდა, რომ წლების განამვლობაში ატრებდა ე.წ. ქრაშ ტესტებს, რომლის შედეგებსაც ავტომწარმოებელ კომპანიებს უგზავნიდა. რამდენიმე დღის წინ კი 2015 წლის შემაჯამებელი შედეგები გამოაქვეყნა.

ავტომობილის შეფასება რამდენიმე განსხვავებული პრინციპით ხდებოდა, თუმცა, ყველაზე მაღალ ქულას მგზავრების, განაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოებას ეწერებოდა. ამასთანავე მაღალქულიანი გახლდათ უსაფრთხოება ქვეითად მოსიარულეთა მიმართ, რაც ავტომობილის უახლესი სისტემების მეშვეობით რეგულირდება.

ტესტირების შემდეგ ჯიპის ტიპის ავტომობილებში გამარჯვებული Volvo XC90-ი გახდა შეფასებით 100-დან 97. საოჯახო, კომპაქტური ავტომობილების გამარჯვებული კი Infiniti Q30 გახდა, 95 შეფასებით.

ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაში აგრეთვე მოხვდნენ Honda Jazz, Jaguar XE Mercedes GLC და Volkswagen Touran. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალი შეფასება 98 Mazda MX-5-მა მიიღო და მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის ტუტულიც დაისაკუთრა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ Mazda MX-5-ი წლის ავტომობილის პრეტენდენტია, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები