LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EUROPCAR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას

192
ქუთაისის აეროპორტი

ივნისიდან  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ბრენდი – EUROPCAR დაიწყებს ოპერირებას.

ფრანგული კომპანია უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი.

სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც EUROPCAR-ის ოფისი იქნება განთავსებული.

ავტოპარკი დაკომპლექტებულია როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილით.

Europcar Georgia მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.

ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზე შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g