LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა: მამუკა მდინარაძე

105
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს შედგა კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები.

მისივე განცხადებით, ეუთო/ოდირის დაკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც საბოლოოდ საზოგადოებამ დაინახა.

ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები: ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში ძირითადი თავისუფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები ერქვა და ეს არჩევნები საქართველოში შედგა და მის შესახებ უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ. სწორედ იმიტომ, რომ რეალური იყო მოლოდინი ეუთო/ოდირისგან ასეთი დასკვნის, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა სპექტაკლები, რომელიც ამ ქვეყანაში ოპოზიციამ დადგა და ამით, პირველ რიგში, ქვეყანას მიაყენა ზიანი. ეუთო/ოდირის დაკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა. სამწუხაროა ყველაფერი დანარჩენი, სამწუხაროა ის, რაც არ ემსახურება სიმართლის საზოგადოებამდე მიტანას და სამწუხაროა, როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები. დღევანდელმა დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს შედგა კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას და მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა, თუნდაც პერმანენტულად, ყველა წესის დაცვით, მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ საკანონმდებლო ინიციატივების და ძალაში შესული ნორმების შესაბამისად იყოს წინაზე უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს მიესალმება და მხარეებს საარჩევნო რეფორმების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო: შალვა ნათელაშვილი

mazda magti 5g