LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტისას საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

მიროსლავ სს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რათა პირადად მენახა არსებული ვითარება,“ – წერს მიროსლავ ლაიჩაკი „ტვიტერზე“.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g