LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ძალიან დროული იყო სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად“ – ნიკოლოზ სამხარაძე

127
ნიკოლოზ სამხარაძე

ერევანში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ძალიან დროული იყო სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი – უკვე 30 წელია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის. მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, მზად ვართ, შევთავაზოთ მათ თბილისი, როგორც მოლაპარაკების ადგილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მზადყოფნით, რომელიც გამოხატეს საჯაროდ და ოფიციალურად, ვიზეიმებთ გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს ორ ძმურ მეზობელ ერს შორის მომდევნო თვეების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენის მხრივ, საქართველო მზად არის ფასილიტაციისთვის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g