LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლონგორია და ხოსე ბასტონი თაფლობის თვეს კამბოჯაში ატარებენ (ფოტო)

182

ევა ლონგორიასა და ხოსე ბასტონის ქორწილი მექსიკაში, აკაპულკოში გაიმართა. ჯვრისწერის შემდეგ, რამდენიმე დღე წყვილმა მეგობრებთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაატარეს, შემდეგ კი სამოგზაუროდ გაემგზავრნენ ისე, რომ მედიამ და თაყვანისმცემლებმა ვერ დაადგინეს, სად გეგმავდნენ თაფლობის თვის გატარებას.

აღმოჩნდა, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ქმართან ერთად კამბოჯაში ისვენებს, ევამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, ჰეშთეგით #Honeymoon (თაფლობის თვე). თაყვანისმცემლებს არ გაჭირვებიათ დაედგინათ, სად იყო ფოტო გადაღებული – ევას ფონად ცნობილი კომპლექსი ანგკორ-ვატი ჩანს.

eva-300516-2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g