LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევაკუაცია არ იგეგმება , სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს – გიორგი მღებრიშვილი

95

სტიქიის ზონაში ჩასული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პროგნოზით, ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ადგილი ვერტმფრენით უკვე დაათვალიერეს და დასკვნას დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აკეთებენ.

ჭუბერის თემში, სადაც მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფი მოვარდა, მღებრიშვილთან ერთად დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც ჩვიდა. როგორც მან  ჟურნალისტებთან საუბრისას  აღნიშნა,  ნესკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო ადიდებულ მდინარეს შეაკავებდა.

შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, იქ სადაც ნენსკრა ჰესი შენდება, დღეს, 5 ივლისს მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მთის ნაწილის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

 

mazda magti 5g