ისლანდია ევროპული ფეხბურთის უდიდესი სენსაციის ავტორია. ამ ციცქნა სახელმწიფომ უკვე იმდენი მოახერხა, კიდევ მრავალი წელი ისაუბრებენ ჩრდილოელების გმირობაზე. ის, რაც ისლანდიამ გააკეთა, მართლაც რომ გმირობაა. ევროპის საშუალო და მაღალ დონეზე მოთამაშე არცერთი ფეხბურთელი, არანაირი ტრადიცია, გამოცდილება და მაინც გუნდი აღწევს დაუჯერებელ შედეგებს. აღწევს იმიტომ, რომ აქვს მთავარი: გული! შემართება, ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა, წარმატების სურვილი სამშობლოსთვის… ისლანდიამ ინგლისი ისე დაამარცხა, რომ არავის მოუვა აზრად ამ გამარჯვებას დაუმსახურებელი უწოდოს. ისლანდიას სადებიუტო ევროზე ჯერ თამაში არ წაუგია და ახლა მას მასპინძელი საფრანგეთი გამოცდის.
ინგლისი – ისლანდია 1:2 (1:2)
ნიცა. “ალიანს რივიერა”. 33 901 მაყურებელი
ინგლისი: ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოკერი, ალი, რუნი (რაშფორდი, 87), დაიერი (უილშირი, 46), სტარიჯი, კეინი, სტერლინგი (ვარდი, 60).
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
ისლანდია: ჰალდორსონი, საევარსონი, სკულასონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, გუდმუნდსონი, გუნარსონი, ბ.ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, ბოედვარსონი (ტრაუსტასონი, 88), სიგტორსონი (ე.ბიარნასონი, 77).
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი
გოლები: 1:0 რუნი (4 პენ.), 1:1 სიგურდსონი (6), 1:2 სიგტორსონი (19).
გაფრთხილება: სიგურდსონი (38), სტარიჯი (48), გუნარსონი (66).
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
https://www.youtube.com/watch?v=g4wnJnFlY3Q