ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 და მე-8 ტურის მატჩები საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Goal.com-მა ბოლო ორი ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსაღნიშნავია, რომ საუკეთესო 11-ეულში 3 გერმანელი ფეხბურთელი მოხვდა, შეტევის წინა ხაზში რუსი ფორვარდი ძიუბა მოხვდა, მან ლიხტენშტეინს 4 გოლი გაუტანა.
სრული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია),
მცველები: მატეო დარმიანი (იტალია), ეშლი უილიამსი (უელსი), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), ჯანერ ერკინი (თურქეთი),
ნახევარმცველები: არდა თურანი (თურქეთი), არონ გუნარსონი (ისლანდია), მარიო გიოტცე (გერმანია), ტომაშ მიულერი (გერმანია),
თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა (რუსეთი), კაილ ლაფერტი (ჩრდილოეთ ირლანდია).