პორტუგალია ფინალშია. ეს უდიდეს სენსაციად არ ჩაითვლება, თუმცა არც ჩემპიონატის დაწყებამდე და მით უმეტეს მსვლელობის დროს, ამ გუნდის შემხედვარე დიდად მოსალოდნელი არ ყოფილა. მართალია, რონალდო და სხვები უკეთეს ბადეში მოხვდნენ, მაგრამ ფინალამდე მისვლასაც ხომ უნდა მარიფათი. შნოს კი პორტუგალიას იმის გამო უწუნებდნენ, რომ აქამდე თამაში არ ქონდა მოგებული, ნახევარფინალში კი მებრძოლ უელსს ისე აჯობა, რომ კითხვის ნიშნები არ დატოვა. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როდესაც გოლების გარდა, უპირატესობაც სამხრეთელებს ქონდათ. მოკლედ, პორტუგალია ფინალშია და ეს ამ ქვეყნისთვის მეორე შემთხვევაა. გეხსომებათ, 2004 წელს ფინალი შინ საბერძნეთთან წააგო (0:1), რონალდო მაშინაც იყო.
კრიშტიანო კი იმითაც არის ძალიან მაგარი, რომ ევროპის ჩემპიონატებზე ცხრა გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ფრანგ მიშელ პლატინის დაეწია. ერთიც და… არადა, არ გინდა ამ ერთის გატანა, ეს ხომ ფინალზე უწევს და თან როგორ მეტოქესთან: საფრანგეთი თუ გერმანია?
პორტუგალია – უელსი 2:0 (0:0)
6 ივლისი. ლიონი. სტად დე ლიონი. 55 679 მაყურებელი
პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, რიკარდუ ბრუნო ალვეში, ფონტე, რაფაელი, დანილო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა (მოუტინიო 79), რენატო სანჩესი (ანდრე გომეში 74), ნანი (კვარეჟმა 86), რონალდო
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ე.ვილიამსი, კოლინზი (ჯ.ვილიამსი 66), განტერი, ტეილორი, კინგი, ალენი, ლედლი (ვოუქსი 58), ბეილი, რობსონ-კანუ (ჩარჩი 63)
მწვრთნელი: კრის კოულმენი
გოლები: 1:0 რონალდუ (50), 2:0 ნანი (53)
გაფრთხილება: ალენი (8), ჩესტერი (62), ბრუნო ალვეში (71), რონალდუ (72), ბეილი (88)
მსაჯი: ერიქსონი (შვედეთი)
https://www.youtube.com/watch?v=FD2rI4Gqb_E