LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკური პროგრესი საკმარისი არ არის“ – სერგი კაპანაძე

139
Capture

„ქართული ოცნების” მხრიდან მთელი დღეა ისმის პროპაგანდა ნარევი შეფასებები, რომ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ 12 პუნქტი არ გვაქვს ჯერ შესრულებული“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ანგარიშში მოყვანილი თავები არ ეხება ე.წ. ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ, ისეთ თემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან.

„სანამ 12 პირობას არ შევასრულებთ არ გვექნება სოლიდური და კარგი პროგრესი. მანამდე თავის მოტყუება იქნება, რომ ტექნიკური თავების პროგრესით მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ლავრობის განცხადებებიც შეაფასა და თქვა, რომ კრემლის და მმართველი გუნდის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა.

„ეს იმ პირობებში როცა ჩვენი ევროინტეგრაციის და უსაფრთხოების გზა  უკრაინასთან და დასავლეთთან  ერთად ერთ ბანაკში ყოფნაზე გადის და არა მათ წინააღმდეგ“ – განაცხადა „გრასის დამფუძნებელმა.

magti 5g