LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს – იანოშ ჰერმანი

34

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ელჩმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ჰერმანი უწყებაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

„მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან ჩატარებული შეხვედრის შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ამ სფეროში“, – განაცხადა ჰერმანმა.

კითხვას კი, რატომ ჩავიდა ზალბერი ოკუპირებულ ცხინვალში, ელჩი ამბობს, რომ ზალბერმა თავად უნდა გასცეს პასუხი.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g