LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო მისი წევრი გახდება – პრეზიდენტი

67

ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის დღეს აღნიშნავს. გახსნის ცერემონიაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის შემდეგ, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა და მან როგორც ქართველებს, ასევე ევროპელებს დღევანდელი დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროპა შედგა როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება ჩვენი ქვეყანა.

„ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროპულ ცივილიზაციაში, ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება. ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღვწის იმისთვის, რომ შედგეს საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ ჩვენ ქვეყანას. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება 26 მაისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g