LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს – ეს რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – ევროკავშირის პრესსპიკერი

121
ევროკავშირი

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი ფრენა 1-ელ მაისს განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს“.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g