მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტი იქმნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ინსტრუმენტი კერძო სექტორისთვის კერძო ბანკების საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.
”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი იქნებიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ იქნება საგრანტო კომპონენტი და სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცემა” – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განმარტებით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტი 15%-იან საგრანტო მექანიზმს ითვალისწინებს.
”ეს იქმნება საწარმოების განითარებისთვის, რათა ევროპასთან ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და ადგილობრივი წარმოება განვითარდეს” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.