საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა არ გააგრძელონ, ქვეყანა ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.
ევროკავშირის ელჩის თქმით, „საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს ეხება“.
„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელს ფულს, რომელსაც იღებენ ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ…
მაგრამ არჩევანი თქვენზეა, თქვენ წყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს, თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.