LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

120
პაველ ჰერჩინსკი

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მივიდა.

მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აქციის მონაწილეებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს და შეძახილების ფონზე „მადლობა, მადლობა“ გააცილეს.

🥀„დღეს ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026

ცნობისთვის, მემორიალთან მანამდე სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

დიდება 9 აპრილის გმირებს! 🥀 📸 Dea Metreveli

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g