LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ერთიანი ვალუტის – „ევროს“ შემქმნელი გარდაიცვალა

91
ipiccy-image

ევროკავშირის ერთიანი ვალუტის „ევროს“ ერთ-ერთი შემოქმედი და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში რობერტ მანდელი გარდაიცვალა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, მანდელი 88 წლის ასაკში, იტალიის რეგიონ ტოსკანაში გარდაიცვალა, სადაც მან სიცოცხლის ბოლო 30 წელი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ მანდელის ნობელის პრემია 1999 წელს მიენიჭა ერთიანი სავალუტო ზონის ბაზრების მოქნილობის თეორიისთვის, რაც ასევე ითვალისწინებდა სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. პატარა ქვეყნებისთვის ღია ეკონომიკის იდეალური მოდელის შექმნას მანდელმა არაერთი წელი შეალია.

რაც შეეხება „ევროს“ შექმნას, რობერტ მადელი ჯერ კიდევ 1960–იანი წლებიდან საუბრობდა საერთო ევროპულ სავალუტო და ეკონომიკურ კავშირზე და ევროს შემოსაღებად, თეორიული საფუძვლებიც დაამუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g