ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს ეხმაურება ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” და სოციალ-დემოკრატების წევრი, გია ჟორჟოლიანი და აცხადებს, რომ მას საქართველოს დაფინანსებაზე არ დაეკითხებიან. მისი თქმით, აღნიშნული წერილი, სადაც კუბილიუსი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ევროკავშირის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებულია, შანტაჟს ჰგავს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“ეს შანტაჟისმაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსიც კი. არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს. არ მინდა მეტი ვილაპარაკო… ვთქვი, რომ ეს არის არაკომპეტენტური განცხადებაა და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილი გამოაგზავნა, სადაც ის მთავრობიას მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. წერილში ასევე საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. მისი შეფასებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები სწორად არ იქნა პასუხგაცემული, რამაც 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.