LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022’ დაიწყო

181
მელიორა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora, ყველაზე გამორჩეული ღონისძიება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, განაცხადების მიღებას იწყებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, ყოველწლიურად აცნობს საზოგადოებას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ CSR-ის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და მათ შორის საუკეთესოებს აჯილდოებს.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები და მიდგომები, გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

წელს ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდეგ კატეგორიებში:

  • მწვანე ინიციატივა
  • პასუხისმგებელი დამსაქმებელი
  • კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე
  • საზოგადოების მხარდაჭერა
  • სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა
  • წლის CSR-მენეჯერი
  • გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე (მოცემული კატეგორია ცხადდება საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოსთან (BARTA) თანამშრომლობით)

კონკურსის ფარგლებში „გრანპრი“ გადაეცემა:

  • წლის პასუხისმგებელ მსხვილ კომპანიას
  • წლის პასუხისმგებელ მცირე/საშუალო კომპანიას

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს საქმიანობის სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით. კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. დაჯილდოების ღონისძიება 2023 წლის ზაფხულში  გაიმართება.

ლელა ხოფერია, CSRDG-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი კონკურსის შესახებ: „კონკურსის მიზანია, საუკეთესო პროექტების გამოვლენასა და აღიარებასთან ერთად, დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ  საკუთარი CSR პროგრამები და მიდგომები. ამიტომაც კონკურსი შეიცავს განვითარებაზე მიმართულ მნიშვნელოვან  კომპონენტებსყველა მონაწილე კომპანიას დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ მიეწოდება ჟიურის უკუკავშირი და რეკომენდაციები წარდგენილ პროექტებზე; არაერთი კომპანიისაგან გაგვიგია, რომ Melioraში მონაწილეობამ მათ ახლებურად დაანახა საკუთარი CSR საქმიანობა და წინსვლაში დაეხმარა.“

კონკურსის კატეგორიების, განაცხადის ფორმისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.meliora.ge

“კონკურსი ყოველწლიურად კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. წლევანდელი კონკურსის მხარდამჭერები არიან: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; იტალიის საელჩო საქართველოში; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA); უნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სააგენტო (SARAS); ბიზნეს საქართველო; გაეროს ქალთა ორგანიზაცია; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); საფრანგეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა; ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA);  მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების სააგენტო (SMEDA); ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; გარემოსდაცვითი განათლების და ინფორმაციის ცენტრი; ნარჩენების მართვის ასოციაცია; ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია პროექტისსამოქალაქო საზოგადოების ინიციატივაშესახებ:

კონკურსი იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე დააფუძნა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g