ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის.
მისივე განმარტებით, დღეს COREPER-ის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი) ერთგვარი ტექნიკური სხდომა გაიმართება, სადაც უკვე პარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა მოხდება.
„შემდეგ უკვე, 28 თებერვალს მოხდება საკითხის შეტანა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, სადაც დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება გაცემული პარლამენტის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.