LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ“ – ჩეხეთის პრემიერი სანქციების ახალ პაკეტზე საუბრობს

102
Czech Prime Minister Petr Fiala speaks during an interview with Reuters in Prague, Czech Republic, July 13, 2022. REUTERS/David W Cerny

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, თუმცა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის საკითხი სანქციების ამ ახალ პაკეტშიც ვერ მოხვდება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელმაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პერტ ფიალა ჩაწერა. ფიალა ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა სანქციების ჩამონათვალში არ უნდა იყოს.

“მე-7 პაკეტი მომზადების პროცესშია და ვფიქრობ, ეს კარგი კურსია”, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, ჩეხეთი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და მისი პრემიერი ამბობს, რომ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები