LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს 1,5 მილიონი პირადი დაცვის საშუალება გადასცეს

101
116227978-3430864630266512-8228990532288250106-o

ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე გადანაწილდება.

ამაში შედის 1 მილიონი სამედიცინო პირბადე, 328 რესპირატორული ნიღაბი, 30 ათასი საიზოლაციო უნიფორმა, 13 200 დამცავი სათვალე და 5000 სახის ფარი.

“საქართველოს გადმოეცა პირადი დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობა, კერძოდ კი 15 ტონა ტვირთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამ ყველაფრის განხორცილებაში უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობა და როლი. გაწეული სამუშაოსთვის ქართველი ხალხი ძალიან დიდ მადლობას უხდის მათ”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (1,5 მილიარდი ლარი) მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 

 

magti 5g