LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღო – ვაქცინის 5 300 დოზა ესპანეთს გადაეცა

93
ing

“დღეს იწყება ვაქცინის პირველი დოზების მიწოდება, რომელიც ევროკომისიის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების ორგანომ მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი ეპიდემიის საპასუხოდ მიიღო”, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე ვრცელდება.

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სულ შეძენილი 109 090 დოზიდან პირველი პარტია ესპანეთს გადაეცემა, საწყის ეტაპზე – 5 300 დოზა.

“ეს არის პირველი მიწოდება, რომელიც რეგულარულად განხორციელდება მომდევნო კვირებში და თვეებში, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მზად იყოს, სათანადო რეაგირება მოახდინოს. პრიორიტეტი ყველაზე დაზარალებულ სახელმწიფოებს მიენიჭება.

„გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზე, გააფრთხილონ ვენეროლოგები, საქმის კურსში იყვნენ ადამიანებიც“ - უახლესი ცნობები მაიმუნის ყვავილის შესახებ

„შეიძლება ბავშვსაც, ქალსაც დაემართოს“, - აცხადებს ზაზა წერეთელი "ფორტუნასთან" და აქვე აღნიშნავს, რომ ახალი პანდემია და მასობრივი ვაქცინაცია გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონტაქტებისა ან რის-ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრაზე.

ისევე, როგორც კოვიდ-19-ის შემთხვევაში, ახლაც, ვაქცინის დოზები ნაწილდება პროპორციულად, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მიხედვით.

ესპანეთის შემდეგ, ვაქცინებს მალევე მიიღებს პორტუგალია, გერმანია და ბელგია. შემდგომი მიწოდება კი დამატებით წევრ ქვეყნებში ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” 7 საეჭვო შემთხვევას იკვლევდნენ – ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g