LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების მერვე პაკეტი უნდა დაუწესოს: ზელენსკი

60
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთს სანქციების მერვე პაკეტი უნდა დაუწესოს.

„მადლობელი ვარ ყველა ევროპელი პოლიტიკოსის, ვისაც არ ავიწყდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტია საჭირო. რაც უფრო დიდია შუალედი სანქციების პაკეტებს შორის, მით უფრო დიდია რუსეთის თავხედობა. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეგობრის, რომლებიც ხელს უწყობენ ობიექტური რეალობის აღიარებისა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა, რომელიც რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა 3500-ს უახლოვდება: ზელენსკი