„ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის 354 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა“ – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისის (EEAS) მონაცემებში, რომელსაც უწყება თავად აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას:
მონაცემები ასახავს 2008-2024 წლებში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ ინფორმაციას:
„ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს. საქართველოში ამ მისიის მოქმედების ფარგლებში: 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა; 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.
მისიის მიზანია: ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება. „ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ – ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
The EU’s commitment to stand by the 🇬🇪 Georgian people and to strengthen Georgia’s security remains unfaltered.
— European External Action Service – EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) July 12, 2024
We will continue to support Georgia’s sovereignty and territorial integrity.
ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისის მონაცემებში ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის 2021-2023 წლებში 62 მილიონი ევრო დაიხარჯა – ორი სრულად ეკიპირებული გადასატანი სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 42 სატვირთო მანქანა, 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟირნრო ნაკრები, კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და ვარჯიშები.
ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ 2024 წლისთვის გამოყოფილი დახმარება შეჩერებულია.