LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს: კულება

130
1

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის ორგანიზაციაში წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა – დაუჭერს თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ერთობლივად განიხილოს:

“საქართველოსა და მოლდოვასთან ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებულია. ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვას აპლიკაციებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.

რაც უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავზე, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ევროკავშირის წევრი გახდება”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, უკრაინის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი დაჩქარებული წესით საქართველომ და მოლდოვამ მოამზადა.

ისტორიული დღეა საქართველოსთვის – განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს გადაეცა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g