LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში დღეიდან კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა: ვინ შეძლებს ციფრული საშვით სარგებლობას

96
eu

ევროკავშირის მასშტაბით, კოვიდსერტიფიკატების სისტემა ოფიციალურად დღეიდან ამოქმედდება.

ე.წ. ციფრული კოვიდბარათის მთავარი დანიშნულება ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ქვეყნებში მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობაა.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ დოკუმენტის როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური ვერსიით.

დოკუმენტი მოიცავს ვაქცინაციის, უარყოფითი ტესტისა და ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ ინფორმაციას.

ციფრულ სერტიფიკატს მიიღებს ყველა ის პირი, რომელიც ამ სამი პუნქტიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაიშვება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენ ტესტების პასუხებიც.

სერტიფიკატი უფასოა და ის უნდა აღიაროს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ და ასევე შვეიცარიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ და  ლიხტენშტეინმა.

როგორც ცნობილია, სერტიფიკატების გამცემი ორგანო თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალური იქნება და ადგილობრივი ხელისუფლება თავად გადაწყვეტს, რომელ დაწესებულებას მიანიჭებს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილებას.

?  სერტიფიკატების მიღების უფლებას მესამე ქვეყნის ის მოქალაქეებიც მოიპოვებენ, რომლებიც:

☑   ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირის და შენგენის ზონის ტერიტორიაზე;

☑   საზღვარზე წარადგენენ ვაქცინაციის ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხებს;

☑   განიხილავენ მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატების აღიარებასაც, თუ ის ევროკავშირის სისტემასთან არის თავსებადი.

შეგახსენებთ, სერტიფიკატები “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “მოდერნას” და “ჯონსონ-ენდ-ჯონსონის” ვაქცინით აცრილი პირებისთვის გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g