“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” და CRRC-საქართველოს უახლესი კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში გაწევრიანებას კი – 74%.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია.
ნატოს შემთხვევაში 14% ამბობს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ასევე არ აქვს კითხვაზე პასუხი 13 %-ს, არის თუ არა მისთვის მისაღები საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
შეგახსენებთ, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” და CRRC-საქართველოს კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით, წარომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 016 სატელეფონო ინტერვიუს აერთიანებს.
ამავე კვლევის მიხედვით:
NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25%-ცუდად