ევროკავშირის ტერიტორიაზე მოძრავ ყველა ავტომობილში სიჩქარის შემზღუდავი ტექნოლოგიის მონტაჟი სავალდებულო გახდება. როგორც BBC იუწყება, კანონი ძალაში 2022 წლიდან შევა.
ევროპარლამენტში ფიქრობენ, რომ რეგულაცია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს და უფრო მეტიც, 2050 წლისთვის გზებზე აღარავინ დაიღუპება.
ახალი ტექნოლოგია ავტომობილს თავის სავალ ზოლში მოძრაობას აიძულებს და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დამუხრუჭებაზეც პასუხისმგებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომმ ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე გზებზე ყოველლწიურად ათი ათასობით ავარია ხდება და ბუნებრივია, უამრავი ადამიანიც ზარალდება.