LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

58
ვახტანგ მახარობლიშვილი

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა.

2016 წლიდან იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იგი კურირებდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა. გარდა ამისა, უწყებრივ კოორდინაციას უწევდა ასოცირების შესრულებისა და ევროკავშირის დახმარების საკითხებს.

2012 -2016 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამასთან, 2013 წელს იგი გახლდათ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

რატომ დატოვა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა

პოპულარულები