LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ: შარლ მიშელი

89
შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელებულ მიმართვებში საუბრობს და ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ:

“უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება ურყევია. ევროკავშირის წევრობის შესახებ უკრაინის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ”, – წერს მიშელი.

მანამდე გავრცელებულ “ტვიტში” შარლ მიშელი აღნიშნავს:

“ევროკავშირი უკრაინას მტკიცედ უდგას გვერდში რუსეთის აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად და ასევე იმისათვის, რომ ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოს”

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ საომარი მოქმედებები და უზრუნველყონ უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები.

მიშელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია.

ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს: კულება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

We will discuss Ukraine’s membership application in coming days.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g