LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიანი ვადის მასობრივი დარღვევა არ მომხდარა – შალვა ხუციშვილი

102

“არ არის მაჩვენებელი იმისა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიანი ვადის მასობრივ დარღვევას ჰქონდეს ადგილი,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, გააკეთა.

მისივე თქმით, დაახლოებით, 45 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით და საზღვრიდან უკან  დაბრუნებულთა რიცხვი 150-ს არ აღემატება.

“სამთვიანი ვადის გადაჭარბებას რაც შეეხება, ამის მაჩვენებელი დიდ რისკებს არ შეიცავს. 150-მდე ადამიანი საზღვრიდან იქნა გამობრუნებული”, – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ  “ეს რიცხვი არ არის არც საგანგაშო და არც საეჭვო მაჩვენებლები არ არის”.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება ვიზის გარეშე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g