ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება, პრემიერ მინისტრს მიმართავს და დიალოგისა და პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობაზე წერს
“საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია,”- წერს ევროკომისარი.