LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას – ჯოზეფ ბორელი

64
ბორელიიიი

ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და მალე, ჩვენი სტანდარტებით ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას. მე ვამბობ სწრაფად, რადგან ამგვარ პროცედურებს წლები სჭირდება. პირველი ორი ნაბიჯი – კითხვარის წარდგენა, პასუხების გაცემა და მათი შესწავლა ევროკომისიის მოსაზრების წარსადგენად უკრაინის შემთხვევაში სინათლის სიჩქარით ხდება, სხვა პროცესებთან შედარებით“, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g